"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
"თუ ჩვენს თამაშს აფასებთ, დაინახავდით, რომ წარმატებები გვაქვს. მანოლასი გუნდს კარგად შეეწყო.
ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. ყველა მატჩი კარგად ჩავატარეთ, გარდა "იუვენტუსთან" შეხვედრისა. თუმცა, რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს.
ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. ყველა მატჩი კარგად ჩავატარეთ, გარდა "იუვენტუსთან" შეხვედრისა. თუმცა, რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს.
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ლიდერები ვართ. ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს ობიექტურად ვაფასებთ. კლუბის პრეზიდენტის სიმშვიდეც ამას ადასტურებს. სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ხოსე კალეხონმა და დრის მერტენსმა შესანიშნავად ითამაშეს. მათი სამსახურით საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ჩვენმა პრეზიდენტმა ორივეს შენარჩუნების სურვილი გამოთქვა.
ვფიქრობ, ამ
ფეხბურთელებმა ყველაფერი თვითონ უნდა შეაფასონ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ", - განუცხადა ანჩელოტიმ "კორიერე დელო სპორტს".