დღეს, 20 ოქტომბერს გაიამართა სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრა "სასუოლოსა" და მილანის "ინტერს" შორის, რომელშიც 7 გოლი გავიდა და სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს.
ანგარიში უკვე მეორე წუთზე გაიხსნა - მილანელები ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა. თუმცა, ბერარდიმ მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლომდე კი, "ინტერის" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და "ნერაძური" შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გავიდა - 3:1.
71-ე წუთზე დუბლი ლაუტარო მარტინესმაც შეასრულა და თითქოს, მატჩში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მაგრამ, 74-ე და 82-ე წუთებზე "სასუოლომ" 2 გოლი გაიტანა და თამაში დაიძაბა. თუმცა, მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, ამაზე მეტი გაკეთება ვეღარ შეძლეს და ბრძოლაში დამარცხდნენ "ინტერთან".
ამ გამარჯვების შემდეგ "ინტერმა" 21 ქულა მოაგროვა და ლიდერ "იუვენტუსს" 1 ქულით ჩამორჩება.
სასუოლო - ინტერი 3:4
გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (2), 1:1 დომენიკო ბერარდი (16), 1:2 რომელუ ლუკაკუ (38), 1:3 რომელუ ლუკაკუ (45, პენ.) 1:4 ლაუტარო მარტინესი (71, პენ.) 2:4 ფილი დიურიჩიჩი (74), 3:4 ჯერემი ბოგა (82)