"იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე "ლეჩეს" ვერ მოუგო - "ინტერს" გალიდერების შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში "ლეჩესა" და "იუვენტუსის" მატჩი 1:1 დასრულდა.

"იუვემ" რონალდოს გარეშე ითამაშა, რომელსაც მწვრთნელმა სარიმ დასვენების საშუალება მისცა და ანგარიში 50-ე წუთზე პენალტით დიბალამ გახსნა, ხოლო 6 წუთის შემდეგ ასევე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი მანკოზუმ გაიტანა.

"ლეჩემ" ჩემპიონატზე "ბიანკონერის" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

"იუვენტუსი" 23 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ დღეს "ინტერმა" "პარმას" სძლია, გალიდერდება.

31 ოქტომბერს "იუვენტუსი" "ჯენოას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული