"იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს დედა თვლის, რომ მის შვილს უფრო მეტი "ოქროს ბურთის" მიღებაში ხელი საფეხბურთო მაფიამ შეუშალა.
"რომ არა საფეხბურთო მაფია, კრიშტიანოს უფრო მეტი "ოქროს ბურთი" ექნებოდა. ჩემი შვილი ესპანელი ან ინგლისელი რომ იყოს, ისინი ასე არ მოექცეოდნენ.
ეს იმიტომ ხდება, რომ პორტუგალიელია. არ ვიცი, მიიღებს თუ არა წელს "ოქროს ბურთს", მაგრამ მე ამის იმედი მაქვს", - განუცხადა დოლორესმა მარკას".