ჯორჯო კიელინი: ბავშვობაში "მილანს" ვქომაგობდი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ჯორჯი კიელინი ბავშვობაში "მილანს" გულშემატკივრობდა.

"ბებერი ქალბატონის" ლეგენდამ ეს იმით ახსნა, რომ ბავშვობაში ძმასთან კონკურენციაში იყო.

"სამწუხაროდ, ბავშვობაში "მილანს" ვუჭერდი მხარს, თუმცა შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად დავჭკვიანდი. მალდინი იმ დროს ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

Sportall.Ge

ტყუპისცალი ძმა მყავს და ის "იუვენტუსს" გულშემატკივრობდა. იმავე კლუბს ვერ დავუჭერდი მხარს.

Sportall.Ge

ის "იუვესკენ" იყო, მე - "მილანისკენ". შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი სიხარული, როცა 20 წლის ასაკში "იუვენტუსმა" ამიყვანა. ეს კლუბი გადასვლის პირველი წუთიდან შემიყვარდა და ახლა ვფიქრობ, რომ რთულია იპოვო ვინმე, ვინც ჩემზე
ერთგულია ამ კლუბის მიმართ", - ციტირებს იტალიელ მცველს Calciomercato.

ამ დროისთვის კიელინი ტრავმას იშუშებს. მოსალოდნელია, რომ ჯორჯო მოედანს 2020 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული