
"ჩელსის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ "ინტერში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
მილანური კლუბი მზადაა ჟირუს კონტრაქტი ზამთარში გაუფორმოს. ფრანგი ფორვარდი, "ნერაძურის" მწვრთნელ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, "არისტოკრატებში" ასპარეზობდა.
"ჩელსი" ტრანსფერში 6 მილიონ ევროს ითხოვს. მას ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ამ სეზონში ჟირუმ პრემიერლიგაში მხოლოდ 123 წუთი ითამაშა.
დეშამი: ლამპარდი კანტეს არგამოძახებას მთხოვს, მაშინ სანაცვლოდ ჟირუ უფრო ხშირად ათამაშოს
ღრმად მორწმუნე ოლივიე ჟირუ იესო ქრისტესადმი ერთგულებაზე საუბრობს