ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალი კლუბისგან თვეში 860 ათასს ითხოვს

AutoSharing Option
"ლოს ანჟელეს გალაქსიდან" აბარგებული 38 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ ისევ უგუნდოდაა.

იტალიური "რეპუბლიკა" იუწყება, რომ იბრაჰიმოვიჩს იტალიაში უნდა დაბრუნება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყოველთვიურ გასამრჯელოდ 860 ათასს ითხოვს, თანაც ფუნტს.

მისი სამსახურით "მილანი", "ნაპოლი", "რომა", "ბოლონია" და "ფიორენტინა" არიან დაინტერესებულნი.

"გალაქსიში" იბრამ 58 მატჩში 58 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული