"რეპუბლიკის" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ურთიერთობის გამოსასწორებლად თანაგუნდელებს სადილზე დაპატიჟებს.
რონალდო მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ზედიზედ 2 მატჩში შეცვალა. "მილანთან" შეხვედრისას, მოედნის დატოვებისას პორტუგალიელმა გუნდის თავკაცს ხელი არ ჩამოართვა, "ძუკნის შვილი" უწოდა, პირდაპირ გასახდელში გავიდა, ხოლო სტადიონი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რონალდო არავითარ განცხადებას არ გააკეთებს, სადილზე "იუვეს" ფეხბურთელების დაპატიჟება კი სიმბოლური ჟესტი იქნება.
რონალდომ სარის ხელი მეორედ არ ჩამოართვა, მწვრთნელმა თავი იმართლა
"იუვენტუსის" გეგმა კრიშტიანოს პრობლემების მოსაგვარებლად: არანაირი სასჯელი, არამედ შეხვედრა და ბოდიში
ბონუჩი რონალდოზე: ტურინში ჩასვლის შემდეგ დავილაპარაკებთ
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდომ 99-ე გაიტანა - პორტუგალია ევროპირველობაზე გავიდა [VIDEO]