"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უარყო პრესაში გავრცელებული ცნობა, თითქოს "არსენალს" ჩაუდგება სათავეში.
"რა თქმა უნდა, "ნაპოლიში" ვრჩები. ეს ყველაფერი ჭორებია. ჭაღარა და გამოცდილი ვარ. ადვილად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ეს ჭორებია", - ციტირებს ანჩელოტის BT Sport-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალის" მწვრთნელ უნაი ემერის გადააყენებენ და მის ნაცვლად ანჩელოტის დანიშნავენ. აგრეთვე სახელდებოდა სხვა კანდიდატურებიც.
"არსენალი" 18 ქულით პრემიერლიგაში მერვე ადგილზეა.