"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ისაუბრა.
"ეს დადებითი შედეგია. აქ ფრის მიღწევა იოლი არაა.
მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყავით. ღრმად ვიცავდით თავს. ეს ერთადერთი ხერხია, ითამაშო "ლივერპულის" წინააღმდეგ, თუ გინდათ, რომ გადარჩეთ.
სიტუაცია ჯგუფში ახლა იდეალურია. ჩვენთვის ეს პოზიტიური საღამო იყო", - თქვა ანჩელოტიმ.
მომზადებულია www.uefa.com-ის მიხედვით