"ინტერი" გალიდერდა, "ლაციო" მესამეზე გადავიდა, "მილანმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ დეკემბერს სერია A-ს მე-14 ტურის მატჩები გაიმართა და ლიდერი "ინტერი" გახდა.

"ნერაძურიმ""იუვენტუსის" ფეხის დაცდენით ისარგებლა, საკუთარ მოედანზე "სპალს" ლაუტარო მარტინესის დუბლით 2:1 სძლია და პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

ანტონიო კონტეს გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატზე 14 ტურში 12 გამარჯვება იზეიმა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.


"ლაციო" სახლში უპრობლემოდ (3:0) გაუსწორდა "უდინეზეს" და მესამე პოზიციაზე აღზევდა.

დუბლი ჩირო იმობილემ შეასრულა და 17 გოლით ბომბარდირია. მეორე ადგილზე 10 გოლით "ინტერის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუა.

"მილანმა" 88-ე წუთზე თეო ერნანდესის გოლით
1:0 მოუგო "პარმას" და მეთერთმეტე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული