"ბრეშიამ" ისევ გადააყენა მწვრთნელი, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
ფაბიო გროსოს ერთი თვეც არ აცალეს მუშაობა და სამუშაოდან დაითხოვეს, გუნდი კი ისევ მის წინამორბედ ეუჯენიო კორინის ჩააბარეს.
13 ტურის შემდეგ "ბრეშია" სერია A-ზე 7 ქულით ბოლო ადგილზეა.
კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ მწვრთნელის მორიგ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სამაგიეროდ თქვა, რომ თავდამსხმელ მარიო ბალოტელისგან უკეთეს თამაშს ელის, მაგრამ თუ ვერ მოახერხა, იანვარში შეუძლია ნავთსაყუდელი გამოიცვალოს.