ცხრა ტურის შემდეგ "ლიონმა" შესაძლოა, მეორე მწვრთნელი გადააყენოს

AutoSharing Option
ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერემი როტენმა თავის "პოდკასტში" საუბრისას განაცხადა, რომ "ლიონმა" შესაძლოა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო გადააყენოს.

მისი ინფორმაციით, "ოლიმპიკში" იტალიელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და თანაც, კლუბის გასახდელში ჯანსაღი ატმოსფერო არაა.

როტენი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოთამაშე გროსოს ყველაზე ცუდ მწვრთნელად მიიჩნევს, ვისთანაც ოდესმე უმუშავიათ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფრანგულ გუნდს მხოლოდ 4 თამაშია, რაც წვრთნის, საიდანაც 1 ფრე და 3 წაგება დაუფიქსირდა. ის მიმდინარე სეზონში კლუბის უკვე მეორე დამრიგებელია. 

"ლიონი" ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული