"იუვენტუსის" საიტი იტყობინება, რომ ხვალ ნახევარმცველ სამი ჰედირას ოპერაციას გაუკეთებენ.
ჰედირას მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული, ოპერაციას აუგსბურგში გაუკეთებენ და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.
ჰედირამ ტრავმა "სასუოლოსთან" მატჩისას მიიღო. ამ სეზონში მან 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ჰედირას გარდა "იუვეს" კარგა ხანი ვერ დაეხმარება მეორე ნახევარმცველი, ადრიან რაბიოც.