"იუვენტუსი" "ბრეშიას" ნახევარმცველით დაინტერესდა.
Goal-ის ცნობით, "იუვენტუსი" 19 წლის სანდრო ტონალის შეძენას ზაფხულში გეგმავს.
ტურინული კლუბი კარგა ხანია აკვირდება ტონალის, რომელსაც "ბრეშია" 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
მან მიმდინარე სეზონის 14 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და თავის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.