ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ნამდვილი რონალდო მხოლოდ ერთია - ბრაზილიელი

AutoSharing Option
38 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ იტალიაში ბრუნდება (სავარაუდოდ მილანში) და ფორვარდ რონალდოზე ისაუბრა.

"იტალიაში ნამდვილ რონალდოს შევხვდები? არაფერი მაგის მსგავსი, არის მხოლოდ ერთი რონალდო - ბრაზილიელი", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს GQ.

რონალდო კრიტიკულად გამოეხმაურა კრიშტიანოს "იუვენტუსში" გადასვლას. გასული წლის ზაფხულში პორტუგალიელმა თქვა, რომ "იუვეში" გადასვლა მისთვის გამოწვევაა, იბრამ კი ჩვეული ირონიით მიუგო, რომ იმ გუნდში გადაბარგება, რომელიც ზედიზედ შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, გამოწვევა არაა. შვედის თქმით, გამოწვევა იქნებოდა, თუ მაშინ გადავიდოდა ტურინულ გუნდში, როდესაც სერია B-ში ასპარეზობდა.

altიბრაჰიმოვიჩი: მატერაცი

ტაეკვონდოს ილეთით საავადმყოფოში გავუშვი - ამ მომენტს 4 წელი ველოდი

alt"იუვენტუსის" ტელეარხის წამყვანი რონალდოს დასცინის: კრიშტიანო პრიმადონაა

altრონალდო: ჩემი და მესის მეტოქეობა მხოლოდ იწყება

altნიკოლა ამორუზო: ერთი თვეა რონალდო მოედანზე დაბორიალობს

მკითხველის კომენტარები / 12 /
იბრა >>> მესი+რონალდო.
დ.დ.
12 თებერვალი 2020 23:22
0
კრიშტიანოს მამამისმა აშშ პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვა რონალდო.ხოლო კაცს რომელსაც ნაკრებში 99 ბურთი აქვს გატანილი და იმედია მალე 110 იქნება, რომლის მოხსნის შანსი მომავალ 10 წელიწადში არ არსებობს ხოლო ჩ.ლ-ზე 127 ყველაზე მეტი ხოლო ფეხბურთში მთავარი კარის აღებაა,მეტი რაღა უნდა გააკეთოს.
მფრინავი კრიშტიანო
06 დეკემბერი 2019 18:48
4
ვინც არ უნდა იყოს ვარსკვლავი თუ მეგა ვარსკვლავი ფეხბურთში, მომკალით და არ მიყვარს თავის თავზე შეყვარებული ნარცისები, ოღონდაც სხვები დაამცირონ, რომ თვითონ უკეთესები გამოჩნდნენ. ამით სხვას კი არ ამცირებ, პირიქით თცითონ მცირდებიან და პატარავდებიან გულშემატკივრის თვალში. ამიტომაც მიყვარს მესი, რომ არასოდეს არ იტყვის მეტოქეზე ცუდს, შეიძლება არ ევასებოდეს ესა თუ ის ფეხბურთელი, მაგრამ ამას ღმამაღლა არ იტყვის, რომ არ დამცირდეს ადრესატი.
გია1
06 დეკემბერი 2019 13:38
1
თვითონ რონალდოს ჰკითხეთ, რატომ დაირქვა ეს სახელი, ზუსტად იმ ერთადერთი ბრაზილიელი რონალდოს მიბაძვით, ის ნამდვილი ფენომენი იყო, სამჯერ გაიყვანა ბრაზილია ფინალში და ორჯერ ჩემპიონი გახდა, როცა ვერ გახდა, რატომ ვერ გახდა, საფრანგეთში, ეგეც კარგად იცის ყველამ
bmb
06 დეკემბერი 2019 13:02
2
1) კრიშტიანო რონალდოს სახელი რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ ქვია.
2) რონალდომ 2ჯერ გაიყვანა ბრაზილია ფინალში, 94-ში ერთი წამიც არ უთამაშია.
შურა ბალაგანოვი
06 დეკემბერი 2019 23:41
0
იმიტომ ვერ გახდა, რომ ზიზუ თამაშობდა საფრანგეთში. 2006 შიც შეუსრულა ბრაზილიას ზიზუმ, გაიხსენე.
saso
06 დეკემბერი 2019 17:59
0
ზლატანი უაზროს ბევრს ლაპარაკობს მაგრამ ამაში ვეთანხმები
123
06 დეკემბერი 2019 11:27
2
რაში ეთანხმები,იმაში რომ ეს რონალდო,არაფერია?არაფერია კაცი,რომელმაც ხუთჯერ მოიგო ოქროს ბურთი,შვიდჯერ ჩემპიონთა ლიგა და პერსონალურად მიიყვანა პორტუგალია ფინალამდე?კი,ის რონალდო ფენომენი იყო,მაგრამ ეს არ არის?ამდენი წელია და შედეგიანობის რეკორდებს,რეკორდებზე ამყარებს,მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშია და მესი რომ არ ყოფილიყო,ათი ოქროს ბურთი ექნებოდა.ის თუ მართლაც ფენომენი იყო,ეს პროფესიონალიზმის ფენომენია და თითქმის ყველაფერს,შრომით მიაღწია.ასეთ სიმაღლეების მიღწევას და ამდენი ხნით იქ გაჩერებას კი,ნიჭთან ერთად,შრომაც ფანატიკური სჭირდება და ნუ დავუკარგავთ ამ კაცს ყველაფერს.პატარა რონალდოც ფ ე ნ ო მ ე ნ ი ა!
სოსო
06 დეკემბერი 2019 14:24
0
იბრა თვითონ არ გადაყვა გუნდს სერია ბ_ში! ეგ ვისრას ეუბნება..

Biankoneri
06 დეკემბერი 2019 12:29
0
ოე ცხვირა, შენ შემთხვევით ის კაცი ხო არ ხარ სერია B-ში გავარდნილი გუდიდან რო ვირთხასავით გაიქეცი.
შურა ბალაგანოვი
06 დეკემბერი 2019 10:57
3
იბრა კარგი იგროკია, მაგრამ ძალიან დიდი ამპარტავანი. მე ბარსას გულშემატკივარი ვარ და მიუხედავად ყველაფრის, კრიშტიანო რონალდო თანამედროვების უდიდესი ფეხბურთელია. იბრა კი ბოღმით სოდება, თუმცა მისთვის ეს ნორმალურია!!!
G.A.L.
06 დეკემბერი 2019 10:46
1
ამანაც Dაა J ვა.
1.
06 დეკემბერი 2019 06:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული