38 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ იტალიაში ბრუნდება (სავარაუდოდ მილანში) და ფორვარდ რონალდოზე ისაუბრა.
"იტალიაში ნამდვილ რონალდოს შევხვდები? არაფერი მაგის მსგავსი, არის მხოლოდ ერთი რონალდო - ბრაზილიელი", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს GQ.
რონალდო კრიტიკულად გამოეხმაურა კრიშტიანოს "იუვენტუსში" გადასვლას. გასული წლის ზაფხულში პორტუგალიელმა თქვა, რომ "იუვეში" გადასვლა მისთვის გამოწვევაა, იბრამ კი ჩვეული ირონიით მიუგო, რომ იმ გუნდში გადაბარგება, რომელიც ზედიზედ შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, გამოწვევა არაა. შვედის თქმით, გამოწვევა იქნებოდა, თუ მაშინ გადავიდოდა ტურინულ გუნდში, როდესაც სერია B-ში ასპარეზობდა.
2) რონალდომ 2ჯერ გაიყვანა ბრაზილია ფინალში, 94-ში ერთი წამიც არ უთამაშია.