"მილანმა" "ბოლონია" უხვგოლიან მატჩში დაამარცხა და ცხრილში დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "მილანმა" სტუმრად "ბოლონიას" 3:2 მოუგო და მე-10 ადგილზე დამკვიდრდა.

ანგარიში კშიშტოფ პიონტეკმა გახსნა - პოლონელმა თავდამსხმელმა 20 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ისიც თერთმეტმეტრიანით. მან 6-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

მილანური გუნდის მცველმა თეო ერნანდესმა ჯერ მეტოქის კარი დალაშქრა, შემდეგ კი - საკუთარი.

"როსონერიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ ორი გამარჯვება სექტემბრის შემდეგ პირველად იზეიმა და 15 დეკემბერს "სასუოლოს" უმასპინძლებს.

ბოლონია. "რენატო დალ'არა". 23 707 მაყურებელი

ბოლონია - მილანი 2:3

გოლები: 0:1 პიონტეკი (15, პენ), 0:2 ერნანდესი (32), 1:2
ერნანდესი (40, საკ. კარში), 1:3 ბონავენტურა (46), 2:3 სანსონე (84, პენ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
რადგან ანგარიში 3-2 და ერთბურთიანი სხვაობაა, არ ნიშნავს რომ ძლივს მოიგო. მთელი თამაში მილანს მიყავდა, პენალტით ბოლო წუთებში ცოტა გაირთულეს საქმე, სხვა არაფერი.
გულშემატკივარი
11:16 09-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული