ჯენარო გატუზო დღეს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დღეს "ნაპოლის" თავკაცად დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "გენკთან" 4:0 მოგების შემდეგ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლო ანჩელოტი გადააყენეს.

წყაროს ცნობით, გატუზო "ნაპოლისთან" ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც 1-წლიანი გაგრძელების პირობაც ექნება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

ხოლო Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტი კონტრაქტს 2021 წლის ივნისამდე გააფორმებს.

სეზონის დასრულებამდე გატუზოს 1.5 მლნ ევრო ექნება ხელფასი და მომდევნოში - 3 მლნ ევრო.

ადრე გატუზომ "ფიორენტინას", "ჯენოასა" და
"სამპდორიას" წინადადებები უარყო.

alt"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული