მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჯიჯი ბუფონი იანვარში 42 წლის გახდება, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს.
Calciomercato-ს ცნობით, ბუფონი "იუვენტუსთან" კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას გეგმავს. ის "იუვეს" ხელმძღვანელობასთან ამ საკითხს "სამპდორიასთან" ნამატჩევს განიხილავს.
თუ მან "სამპდორიასთან" ითამაშა, სერია A-ში ჩატარებული შეხვედრების მაჩვენებლით პაოლო მალდინის (647) დაეწევა.
გუნდის მესამე გოლკიპერი მატია პერინი კი შეიძლება "ჯენოაში" გადავიდეს. მშობლიური გენუური კლუბი მას იჯარით აიყვანს.
მიმდინარე სეზონში ბუფონმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, პერინმა კი - ერთში.
ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნებაზე: ერთხელ დავფიქრდი, რას ვაკეთებდი პსჟ-ში?
ჯანლუიჯი ბუფონი: მესი ფედერერია, რონალდო კი ნადალი
ბუფონის რეკორდი, რონალდოს გოლი და "იუვენტუსის" გამარჯვება [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო ბუფონის გოლზე: ჯორჯინასთან სექსი უკეთესია
ვინა თქვა, ბუფონი დაბერდაო? - "ინტერს" სამი პენალტი აუღო [VIDEO]