
თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა "მილანის" ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იანვარში შეიძლება "აინტრახტში" დაბრუნდეს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
თავად ფეხბურთელს "როსონერის" დატოვება არ უნდა და სურს მილანურ კლუბს დაუმტკიცოს, რომ საჭირო ფეხბურთელია.
რებიჩმა მიმდინარე სეზონის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა.