Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად მიმართა "რედ ბულ ზალცბურგს" ნორვეგიელი ფორვარდი ერლინ ჰოლანის თაობაზე.
იტალიური გამოცემის მიხედვით, ტურინელებმა ავსტრიულ კლუბს ჰოლანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო თავად ჰოლანს 5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 3.5 მილიონი ევრო.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰოლანს წლიური ხელფასის სახით თითქმის 12 მილიონ ევროს სთავაზობს. მანჩესტერელთა მწვრთნელ ულე გუნარ სოლსკიაერს რომ ძალიან სურს თანამემამულის გადაბირება, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.