ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" სეზონის ბოლომდე გააფორმებს ხელშეკრულებას.

38 წლის იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჟელეს გალაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგა, "როსონერის" ტრანსფერი არც ერთი ცენტი არ დაუჯდება და თუ გუნდს დაეხმარება, ზაფხულში კონტრაქტს გაუგრძელებენ.

ზლატანი "მილანის" ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა.

"ლოს ანჟელეს გალაქსიში" მან 31 შეხვედრაში 31 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რისი იმედი აქვთ
ზორბეგი
15:57 25-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული