38 წლის იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჟელეს გალაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგა, "როსონერის" ტრანსფერი არც ერთი ცენტი არ დაუჯდება და თუ გუნდს დაეხმარება, ზაფხულში კონტრაქტს გაუგრძელებენ.
ზლატანი "მილანის" ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა.
"ლოს ანჟელეს გალაქსიში" მან 31 შეხვედრაში 31 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.