ასაკი თავისას შვრება - რონალდო რეგრესირებს

AutoSharing Option
35 წელს მიტანებულმა "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ წელს 39 გოლი გაიტანა, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, დიდებული შედეგია, მაგრამ ფაქტია, თანდათან რეგრესირებს.

2019 წელს კრიშტიანომ 25 გოლი "იუვენტუსში", 14 კი პორტუგალიის ნაკრებში გაიტანა.

ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში რონალდოს ყველაზე უარესი შედეგია. "რეალში" გადასვლის პერიოდიდან მას ასე ცოტა არ გაუტანია.

2013 წლიდან მოყოლებული, რონალდოს შედეგიანობა კლებულობს:

2013 - 69 გოლი
2014 - 61 გოლი
2015 - 57 გოლი
2016 - 55 გოლი
2017 - 53 გოლი
2018 - 49 გოლი

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის
14 მატჩში რონალდომ 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიაში ძალიან ძნელი ყოფილა გოლის გატანა - შარშან 36 წლის ფაბიო კვალიარელამ 26 გოლი გაიტანა:)))))
ბებერი პორტუგალიელი ლისაბონიდან
28 დეკემბერი 2019 21:47
0
დარწმუნებული ვარ კრიშტიანო რომ არგენტინის ნაკრებში და ვარსკვლავებით დატენილ ბარსაში თამაშობდეს,არგენტინას მსოფლიო მოგებული ექნებოდა ხოლო რეალს კი არ ექნებოდა 3ჯერ ზედიზედ ჩ.ლ. არამედ ბარსას.იმიტომ რომ მამალია.უბრალოდ იუვე უფრო ნაკლები ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და თავს ზემოთ ძალა არ არის.
ამაშია საქმე
27 დეკემბერი 2019 16:25
2
რონალდო საქართველოს ჩემპიონატში!!!
buba
27 დეკემბერი 2019 12:22
0
ორივე ძაან მაგარია მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში მესი დედალია,რონალდუ მამალი.
ამაშია საქმე
27 დეკემბერი 2019 12:12
5
"ამაშია საქმე" ეგ შენი მამალი როლანდო, უკვე აშკარად დედლობს ამაზე სათაურიც მეტყველებს.
ბარსა მესი
27 დეკემბერი 2019 12:56
2
რონალდო მესიზე დიდი და ნიჭიერი ფეხბურთელია, მარტოს გადაუწყვეტია მატჩის ბედი ნაკრებში და კლუბში, მესის არასდროს გადაუწყვეტია მითუმეტეს ნაკრებში. თორე მესიც ნიჭიერია და მასზე ნაკლებად ნიჭიერი არ იყო ქინქლაძე.
321
27 დეკემბერი 2019 09:22
16
ხო აბა რა, მესი'ც' ნიჭიერია... :D
ისე მაინც
27 დეკემბერი 2019 10:33
1
თქვე დალოცვილებო იტალიაში 14.გოლის გატანა უდრის ესპანეთში და ინგლისში 34 გოლის გატანას.... ხოარ გავიწყდებათ, რომ იტალიაა დაცვითი გუნდები და ყველა გუნდს ბერლინის კედელი აქვს აშენებული და ძაან რთულია მანდ გოლის გატანა ყვრლა ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს...
რ ე ა ლ ო ბ ა
27 დეკემბერი 2019 08:28
3
მესიზე კიდე პირიქით მოქმედებს ასაკი , ეშმაკია ეს ჩემისა, მგონი საბოლოოდ გარკვეულია ვინ არის და იქნება მარად დედამიწის ნომერ პირველი ჯადოქარი ფეხბურთელი
ემირ
27 დეკემბერი 2019 03:20
10
qw-ს შენი კომენტარი სცილდება ყველანაირ ლოგიკას, რომელსაც ვაფასებთ ვედრო ორ შაურად.
ბარსა მესი
27 დეკემბერი 2019 11:05
0
პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი/ჯადოქარი ვერ გახდება ფეხბურთელი, რომელიც
1. მხოლოდ ერთი გუნდით აღწევს წარმატებას
2. ნაკრებთან ერთად არ მოუპოვებია ტიტულები
3. არ არის ლიდერი

სამივე პარამეტრით რონალდო უსწრებს მესის. თორემ მასეთი გორება რომ დაგგლო ვედორ ორ შაურად იპოვი ინტერნეტში

ფეხბურთი ბურთის გორაობა არ არის მხოლოდ :)
qw
27 დეკემბერი 2019 10:01
9
ასაკი არაფერ შუაშია, უბრალოდ რეალიდან არ უნდა წასულიყო. ეს არის თავი და თავი.ადვილი არ არის ერთი გუნდიდან უცებ შეეწყო სხვა გუნდს. საერთოდ ძალიან მეჯავრება ფეხბურთელების ასაკზე ლაპარაკი, მითუმეტეს როცა ისეთი დონის ფეხბურთელებზეა საუბარი როგორიც არის როლანდო.
vaJa
26 დეკემბერი 2019 23:12
6
რონალდო იმიტომ არის ძალიან მაგარი,რომ მესის ეპოქაში ჩრდილში არ მოექცა და ძალიან დიდი კონკურენცია გაუწია მესის.
2
27 დეკემბერი 2019 07:34
2
კრიშტიანუმ ეპოქა შექმნა რა თქმა უნდა სამუდამო არავინაა ჩემი აზრით მბაპე გადაასწებს კრიშტიანუს მიღწევებს უკვე მსოფლიო ჩემპიონია თუმცა დასამტკიცებელი ბევრი აქ ასე რომ მსოფლიო ფეხბურთში ღირსეული შმცვლელი მოდის .
goga
26 დეკემბერი 2019 22:11
8
1. უნდა გაივალისწინოთ რონალდოს ამასწინანდელი აღიარება, რომ ყველაზე ძნელად იტალიაშია გოლი გასატანი.
2. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვთქვათ, ვის ეთამაშება ნაკრები ან კლუბი, რამდენი თამაშია სულ ნათამაშები, ტრავმირების გამო გამოტოვებული პერიოდი და ა.შ.
თეიმურაზ
26 დეკემბერი 2019 21:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული