"მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარადგინა

AutoSharing Option
38 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოფიციალურად გახდა "მილანის" ფეხბურთელი.

იბრაჰიმოვიჩმა ზაფხულამდე გააფორმა "მილანთან" კონტრაქტი და შესაძლოა, შემდეგ გაახანგრძლივოს.

ზლატანი 30 ივნისამდე 3.5 მილიონს ხელფასის, ხოლო 0.5 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს. ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში მისი გასამრჯელო 6 მილიონამდე გაიზრდება.

იბრაჰიმოვიჩმა 2019 წელს "ლოს ანჟელეს გალაქსიში" 31 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული