"იუვენტუსმა" "ატალანტას" 19 წლის ნახევარმცველი დეიან კულუსევსკი 35 მილიონ ევროდ შეიძინა.
"კულუსევსკი "იუვენტუსის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება, მას დიდი პერსპექტივა აქვს. 19 წლის ასაკში ის კრისტალური ტალანტის მქონეა", - წერს ტურინული კლუბის საიტი.
კულუსევსკი მიმდინარე სეზონში "პარმაში" იყო განათხოვრებული და 19 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კულუსევსკი მიმდინარე სეზონში "პარმაში" იყო განათხოვრებული და 19 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გასულ წელს შვედეთის ნაკრებში მისი დებიუტი ფარერებთან ევროშესარჩევ შეხვედრაში შედგა.