იბრაჰიმოვიჩი: გასაოცარი ის არის, რომ 38 წლის ასაკში...

AutoSharing Option
შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანში" დაბრუნების შემდეგ პირველი ემოციების შესახებ ისაუბრა.

"მე გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. 50% იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მათ ეკუთვნით. მათი დახმარებით შედეგის ჩვენება უფრო ადვილია. მე მზად ვარ და იმედი მაქვს, კარგად თამაშს მალევე დავიწყებ.

"გალაქსიში" ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ მალდინიმ დამირეკა. ჩვენ ჩემი განწყობები და სხვა, საერთო საკითხები განვიხილეთ. გასაოცარია, მაგრამ 38 წლის ასაკში უფრო მეტი შემოთავაზება მქონდა, ვიდრე 10 წლის წინ. ადრენალინს ვეძებდი, რათა უფრო მეტის ჩვენება მომეხერხებინა.

"მილანმა" "ბარსელონადან" წამოსვლის შემდეგ ფეხბურთიდან სიამოვნების
მიღების განცდა დამიბრუნა. აქ ხომ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვედი. სეზონი არათუ სპრინტი, არამედ მარათონია. ბევრი მუშაობა და რწმენაა საჭირო. არ დამიკარგავს ვნება იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ.

"მილანი" მაინც "მილანია". ისტორიას ვერ შეცვლი. გუნდი იგივე არ არის, ბერლუსკონის წასვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ჩემთვის მთავარი ისაა, რაც ახლა ხდება. პოზიტიურად ვარ განწყობილი და 200%-ით დახარჯვას ვაპირებ. რომ არ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი", - განაცხადა ზლატანმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული