"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს.
Ekstra Bladet-ის ცნობით, მხარეები ამ დღეებში კონტრაქტს გააფორმებენ.
"ინტერს" ტრანსფერი 20-24 მილიონი ევრო დაუჯდება.
ერიკსენს "დეზებთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 17 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.