იბრაჰიმოვიჩი "სან სიროზე" უგოლოდ დაბრუნდა და მიხვდა, რა გუნდშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "სამპდორია" ვერ დაამარცხა - 0:0.

ეს მატჩი იმით იყო აღსანიშნავი, რომ "როსონერიში" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, რომელსაც პირთამდე სავსე "სან სირო" ოვაციებით შეხვდა. იბრამ 55-ე წუთზე კშიშტოფ პიონტეკი შეცვალა, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

"მილანმა" ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა გოლი, რაც ბოლოს 2018 წლის დეკემბერში მოხდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა უსტვინეს, ზლატანი კი, ალბათ, მიხვდა, რაოდენ პრობლემურ გუნდში დაიწყო ასპარეზობა.

"მილანი" 21 ქულით მე-12 ადგილზეა და 11 იანვარს გასვლაზე
"კალიარის" შეხვდება.

იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010-12 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში სკუდეტო მოიგო.



მკითხველის კომენტარები / 3 /
აცალეთ ამ კაცს იტალიის ჰაერის გადაყლაპვა. ცოტა ხანი დასჭირდება, თანაგუნდელები ხომ უნდა გაიცნოს?!
aburjga
10:34 07-01-2020
0
Arsebobs gundebi romlebsac milani sul rom gaauqmdes klubi am saukuneshi ver ajobeben shedegebit,fexburtis mcodneebs ar gaichirdebat mati dasaxeleba
Milani
08:53 07-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული