ჯორჯო არმანი: მეც შემიძლია "მილანი" შევიძინო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, "მილანი" Louis Vuitton-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ შეიძინოს.

"თუ ბერნარ არნოს უნდა "მილანის" ყიდვა, ეს მეც შემიძლია გავაკეთო. ეს ჩემი ქალაქია, მე აქ ვცხოვრობ და ვსუნთქავ", - განუცხადა არმანიმ "კორიერე დელა სერას".

"როსონერი" ამერიკული კომპანიის, "ელიოტის" მფლობელობაში 2018 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც "მილანის" ყოფილმა მმართველმა იონჰონგ ლიმ კლუბის შეძენისათვის აღებული კრედიტი ვერ დაფარა.

"მილანს" ამჟამად მძიმე დროება უდგას, იტალიის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-12 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იყიდეთ მერე, ერთმანეთის ჯიბრზე მარიაჟობენ თუ რას აკეთებენ ეს ფოე-ფოე ხალხი :////
milan
22:05 08-01-2020
3
არნოს მივესალმები ევროპის პირველი მილიარდელია..
ASSASINI
04:57 09-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული