ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველი დანი ოლმო "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა.
Sportske Novosti-ს ინფორმაციით, "როსონერი" ფეხბურთელში 20 მლნ ევროს გადაიხდის და დამატებით 5 მლნ ევროს ბონუსებით.
გარდა ამისა, "დინამო" ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან 5 მლნ ევროსაც მიიღებს.
თავად ოლმო კი იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის განმავლობაში წელიწადში 2.5 მლნ ევროს აიღებს.
ოლმომ "დინამოს" მაისურით მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.