"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "კალიარისთან" ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ (1:1) "ინტერის" მწვრთნელი ანტონიო კონტე შეუძლოდ შეიქნა.
კომპენსირებულ დროში მსაჯმა "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი და სათადარიგო მეკარე ტომასო ბერნი გააძევა, კონტე კი მოედანზე შევარდა და არბიტრზე გაიწია.
კონტე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ მისულა, რადგან გულის შეტევა ჰქონდა და დახმარებისათვის ექიმებს მიმართა.
"ინტერი" 21 ტურის შემდეგ 48 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "იუვენტუსს" 3 ქულით ჩამორჩება და 2 თებერვალს სტუმრად "უდინეზეს" შეხვდება.