"მილანმა" კშიშტოფ პიონტეკი "ტოტენჰემში" არ გაუშვა

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" ტრავმირებული ბომბარდირის, ჰარი კეინის "მილანის" თავდამსხმელით, კშიშტოფ პიონტეკით შეცვლას ამაოდ ცდილობს, - ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

"ტოტენჰემს" პოლონელი ფორვარდის იჯარით აყვანა სურს, მაგრამ "მილანს" განათხოვრების ვარიანტი არ აწყობს - გაყიდვა უნდა.

"მილანი" "ტოტენჰემს" პიონტეკს სეზონის ბოლომდე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობს, თუ შემდეგ 30 მილიონ ევროდ შეიძენს. ამაზე ლონდონურმა კლუბმა უარი განაცხადა.

"მილანმა" პიონტეკი გასულ წელს "ჯენოასგან" 35 მილიონად შეიძინა. გენუურ კლუბში მან 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა, "მილანში" სეზონის მეორე ნახევარში - 21 მატჩში 11 გოლი, ამ
სეზონში კი 19 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული