"ინტერმა" ერიკსენის სადებიუტო მატჩში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 იანვარს, იტალიის თასის მეოთხედფინალში "ინტერმა" 2:1 დაამარცხა "ფიორენტინა".

ნახევარფინალში "ინტერი" "ნაპოლის" შეხვდება. პირველი მატჩი 12 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება, განმეორებითი კი - 4 მარტს მილანში.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს "მილანი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან.

"ინტერში" "ტოტენჰემიდან" გადასული კრისტიან ერიკსენის დებიუტი შედგა. მან 66-ე წუთზე ალექსის სანჩესი შეცვალა.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 კანდრევა (44), 1:1 კასერესი (60), 2:1 ბარელა (67)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული