ტურინის "იუვენტუსის" მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი კლუბთან მარტის ბოლოს საკუთრ მომავალს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მეკარე "იუვეში" ზაფხულში პსჟ-დან დაბრუნდა და ამ მომენტისთვის სერია A-ში 7 მატჩი გამართა.
"არ ვიცი, ბუფონი რას გააკეთებს. მგონი თავადაც არ იცის. კლუბის ხელმძღვანელობას მარტის ბოლოს შევხდებით და ვნახოთ რა იქნება.
ბუფონი ბედნიერია. ის 42 წლის არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მუშაობს და მის ფორმას, ის თავს უვლის.
მას პარიზში კარგი სეზონი ჰქონდა და ბევრი შემოთავაზება ჰქონდა,
მაგრამ როცა "ივენტუსმა" დაურეკა, ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტი გამოდგა", - თქვა სილვანომ.