იბრას გარეშე, დანიელ მალდინით - "მილანმა" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
2 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში, "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ვერონა" ვერ დაამარცხა - 1:1.

"მილანმა" მოგებათა ხუთმატჩიანი სერია შეწყვიტა, 32 ქულით მერვე ადგილზეა და 9 თებერვალს "ინტერს" შეხვდება.

"როსონერის" ტრავმის გამო თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარა, მის რიგებში კი პაოლო მალდინის შვილის, 18 წლის ფორვარდის, დანიელ მალდინის დებიუტი შედგა. მან 90+3-ე წუთზე კასტილეხო შეცვალა.

მილანი. "სან სირო". 55 355 მაყურებელი
მილანი - ვერონა 1:1
გოლები: 0:1 ფარაონი (13), 1:1 ჩალჰანოღლუ (29)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული