მიუხედავად იმისა, რომ "ინტერის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს თითი აქვს მოტეხილი, სერია A-ს 23-ე ტურში "მილანთან" მაინც ითამაშებს, - იუწყება "გაძეტა დელო სპორტი".
გამოცემის მტკიცებით, სლოვენიელი სპეციალური ხელთათმანებით ითამაშებს.
მილანური დერბი 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ჰანდანოვიჩი "ნერაძურიმ" 2012 წელს "უდინეზესგან" 15 მილიონ ევროდ შეიძინა. მას "ინტერთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 21 მატჩში 18 გოლი გაუშვა.