ტურინის "იუვენტუსმა" თავის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს დაბადების დღე მიულოცა - "რონი" დღეს, 5 თებერვალს, არც მეტი, არც ნაკლები, 35 წლის გახდა.
"ჩვენ შეგვეძლო რონალდოს დაუჯერებელ სტატისტიკაზე დაგვეწერა, ჩამოგვეთვალა მისი მიღწევების დიდი სია, რომელიც კრიშტიანოს აღწერისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა.
თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ კრიშტიანო რონალდო, რომელიც თავის მე-2 იუბილეს აღნიშნავს "იუვენტუსში", დიდი ხნის წინ გავიდა აღწერისათვის შესაფერისი ჩარჩოდან. მისი დამოკიდებულება სპორტის მიმართ ჩვენს დე-ენ-ემ-ში გადმოდის: მუშაობის კულტურა, ყოველდღე პროგრესირების სურვილი და უწყვეტი ლტოლვა წარმატებისაკენ.
რონალდო ჩვენს მაისურს წელიწად-ნახევარია ატარებს,
მასთან ერთად ბევრი დაუვიწყარი მომენტი გვქონდა, თუმცა გვჯერა, რომ უკეთესები წინ გველოდება.
კრიშტიანომ გიჟური გოლები გვაჩუქა, თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს გაუტანა იტალიასა და ევროპაში და "იუვენტუსის" მოწინააღმდეგე გუნდებიდან მხოლოდ 4 კლუბი გადაურჩა მას. ეს ის კრიშტიანოა, რომელმაც დავიდ ტრეზეგეს რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ 9 შეხვედრაში გაიტანა გოლი.
ყველა, ერთ ხმაში, ისე, როგორც მისი გოლებისას, ვიძახით: "დაბადების დღეს გილოცავთ, კრიშტიანო!" - წერია "იუვენტუსის" ოფიციალურ საიტზე.
კრიშტიანო რონალდოს ფენომენი მართლაც საოცარია. 35 წლის ასაკში დიდი ფეხბურთელები ასრულებენ კარიერას, კრიშტიანო კი საუკეთესოს ტიტულის მოსაგებად აგრძელებს ბრძოლას.
ფანტასტიკური საფეხბურთო კარიერა, უამრავი ჯილდო საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, შოკისმომგვრელი პირადი სტატისტიკა, სუპერმოტივატორი, ათლეტი, ძალიან სიმპათიური, კაცებშიც ნაგულავები და ქალებშიც, შესანიშნავი მეოჯახე და მამა - ეს ყველაფერი რონალდუა !!!
იუბილეს გილოცავ "კრასავჩიკ" !!!
2010-20 წლები ორი დიდი ვარსკვლავის მესის და კრიშტიანოს წლებია...
საერთოდ ,,ბარსა" - ს და მესის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არ მიჭირს იმის აღიარება, რომ კრიშტი უდიდესი სპორტსმენი და ადამიანია.
მითუმეტეს კატალონიელი სეპარატისტებისაგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერი განცხადებაც აქვს გაკეთებული რუსეთისაგან ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით.