9 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში "ინტერმა" "მილანი" 4:2 დაამარცხა.
შესვენებაზე გასვლის წინ "მილანი" 2:0 დაწინაურდა - ჯერ იბრაჰიმოვიჩის პასით რებიჩმა გახსნა ანგარიში, ხოლო პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში თავად იბრამ დალაშქრა პადელის კარი, რომელმაც თითმოტეხილი ჰანდანოვიჩი შეცვალა.
მეორე ტაიმში კი თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა, "ნერაძურიმ" 4 უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
"ინტერი" "იუვენტუსს" დაეწია და 16 თებერვალს სტუმრად "ლაციოს" დაუპირისპირდება, რომელიც ლიდერებს 1 ქულითღა ჩამორჩება.
იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების შემდეგ "როსონერიმ" პირველი მარცხი განიცადა - აქამდე 6 მატჩიდან 5 მოგებული ჰქონდა, ხოლო 1 ფრედ დასრულებული. მან მეოთხე დერბიში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
რებიჩმა ჩემპიონატის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
მილანი. "სან სირო". 75 817 მაყურებელი
ინტერი - მილანი 4:2
გოლები: 0:1 რებიჩი (40), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (45+1), 1:2 ბროზოვიჩი (51), 2:2 ვესინო (53), 3:2 დე ვრეი (70), 4:2 ლუკაკუ (90+3)