The Sun: გვარდიოლას "იუვენტუსში" გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება

AutoSharing Option
ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა სერიოზულადაა დაინტერესებული "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გადაბირებით.

გამოცემის მიხედვით, კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი თვლის, რომ გვარდიოლას შეუძლია ტურინულ გრანდს საოცნებო ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს. იტალიაში გადასვლის შემთხვევაში კი ესპანელს საკუთარი მოთხოვნებით მუშაობის უფლება ექნება.

გამოცემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების შემთხვევაში, ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" სეზონის ბოლოს დატოვებს. ამ შემთხვევაში, მისი მომავალი სამუშაო ადგილი, დიდი ალბათობით, ტურინი გახდება.

alt"იუვენტუსის" ფეხბურთელები სარის გადაყენებასა და ალეგრის დაბრუნებას ითხოვენ

altრონალდომ "იუვენტუსის" რეკორდი დაამყარა - გუნდმა კი

წააგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
გვარდიოლას სტილი იუვეს სათამაშო სტილს არ შეესაბამება. იქნება ისეთივე შეუსაბამობა, როგორც ეს ბაიერნში იყო. იუვე არა, მაგრამ სიტიში გვარდიოლას კიდევ აქვს რესურსი.ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ტრანსფერები მოხდება და თუ გვარდი მეტად გამოიყენებს "ვერტიკალური " ,დასწრაფი ფეხბურთის ელემენტებს.
არტ
11 თებერვალი 2020 21:34
0
კინაღამ ტორპედოს ლოგო მეგონა კაცო
თენგიზა ლიპარტელიანი
11 თებერვალი 2020 13:58
0
იუვეს თამაში ისე განსხვავდება გვარდიოლას სტილისაგან,რომ არა მგონია რაიმე გამოვიდეს.მაშინ გუნდის სანახევროდ გადახალისება გახდება საჭირო და სულ ცოტა სეზონნახევარი თამაშის დასალაგებლად.ამასობაში ლივერპულიც გადაივლის პიკს,ბარსელონა ისედაც უკვე კრიზისშია და ისევ რეალი დარჩება თავისი შეუზღუდავი რესურსებით მთავარ ფავორიტად.ისიც საინტერესოა დააცდიან ამდენს გვარდიოლას?ბაიერნი არა მგონია პირველ როლამდე გაძლიერდეს,ვერც მანჩესტერი და სიტი,ახალ მწვრთნელთან,დროის ამ პერიოდში ვერ გაძლიერდებიან პირველ როლებამდე.ასე რომ ორ წელში დაიქუხებს გვარდიოლას იუვენტუსი,თუ კიდევ არავინ გამოხტა ახალი სუპერ გუნდი,სუპერ ფინანსებით და სუპერ მწვრთნელით.
სოსო
11 თებერვალი 2020 13:20
8
10, მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ,მათი ლამაზი თამაშის გამო.ისე მოხდა,რომ მესის გადმოსვლა დაემთხვა ესპანეთის ჩემპიონატის ნახვის შესაძლებლობის გაჩენას და ინიესტა- ხავი,უკვე გუნდში იყვნენ.მათი შემყურე,გამორიცხული იყო არ მოხიბლულიყავი ბარსელონას თამაშით.ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები ყოველთვის,მაგრამ ეს,ბრმა ფანობას არ ნიშნავს.დიდი ხანია გამოვედი მაგ ასაკიდან და ჩემი გადასახედიდან,მაქსიმალურად ობოექტურად ვცდილობ რეალობის შეფასებას.რეალობა კი რა არის?ბარსაც რეალივით მოწვეული ტალანტებით ცდილობს გუნდის გაძლიერებას.ფულს ხარჯავენ,შედეგი კი აღარ არის.სუარესის შემდეგ ვიდალს თუ ჩავთლით წარმატებულ შენაძენად,მაგრამ ისიც უკვე ასაკშია,მთლიანად გუნდია ასაკში და მისგან აღმაფრენას,აღარ უნდა ველოდოთ.ადრე ბარსა,საკუთარი აღზრდილებით ივსებოდა და უკვე შემდეგ,სხვა გუნდებიდან.ამიტომაც იყო გუნდი ერთიანი.ახლა კი რა?გუნდმა თავისი საფირმო სახე დაკარგა.გვარდიოლას მიერ დანერგილი ფილიგრანული პასის ტექნიკა,თანდათან დაიკარგა და ახლა, მხოლოდ მესის შემყურე გუნდად გადაიქცა.მესი კი,გენიოსია,მაგრამ მაინც ერთი კაცია და ყოველთვის,ყველგან ყველაფერს,თვითონ ვერ გააკეთებს.თანაც ის,რონალდო არ არის,თავისი საოცარი ფიზიკური შესაძლებლობებით,მისი მოძრაობა,უკვე ახლავე,საკმაოდ შეიზღუდა.მას ნახევარდაცვაში ,თავის გვერდით მგლები სჭირდება,ძალიან ტექნიკური მგლები,ბუსკეტსი კი,ვეღარ ქაჩავს და მესის,ამის გამო,ძალიან უჭირს.დაცვა რამდენს ცდება,თვითონაც ხედავ,იქაც რაღაცაა შესაცვლელი,მაგრამ ყველაფერი ინერციით მიდის,თანაც უარესობისაკენ და ყველა მესის შეჰყურებს.სეტიენი ახალი მოსულია,მაგრამ კოჭებში ეტყობა,ვერც ეგ შესძლებს ბევრს.ვფიქრობ განსხვავებული მენეჯმენტია საჭირო,ეს,პრეზიდენტის შეცვლის შემთხვევაში თუ მოხდება.დრო კი მიდის და მესიც, ასაკში შედის.
სოსო
12 თებერვალი 2020 09:21
1
სოსო, შენ თუ ბარსას არ გაკარი კბილი, აბა ისე როგორ შეიძლება!
10
11 თებერვალი 2020 15:32
2
პეპი შენი ადგილი ბარსაშია!
10
11 თებერვალი 2020 13:18
2
სარის გარდა ვინც უნდათ ის მიიყვანონ ვერ ვიტან ტიპს
Jeyjey
11 თებერვალი 2020 13:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული