პაოლო მალდინის შევჩენკო "მილანის" მწვრთნელად სურს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "მილანის" ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შემცვლელს. გუნდის ტექნიკური დირექტორი, ლეგენდარული პაოლო მალდინი ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას მხარს უჭერს.

ახალმა მწვრთნელმა გუნდი 2020/21 წლების სეზონისთვის უნდა გადაიბაროს. იტალიურ მედიაში ადრე იწერებოდა, რომ შევჩენკო თანახმაა, "მილანს" უხელმძღვანელოს, თუკი უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას შეუთავსებს.

მიმდინარე სეზონში "მილანი" Seria A-ს ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს და 22 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ინტერსა" და ტურინის "იუვენტუსს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული