"იუვენტუსმა" გაიმარჯვა - რონალდომ სერია A-ში 42-ე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე რონალდოსა და რემზის გოლებით 2:1 მოუგო "სპალს".

"იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ იტალიის ჩემპიონატში 52 მატჩში 42 გოლი გაიტანა და პორტუგალიელთა შორის ამ მაჩვენებლით რუი კოშტას გაუთანაბრდა, რომელიც "მილანისა" და "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა.

რამზიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "იუვენტუსში" 3 გოლი გაიტანა.

"იუვენტუსი" 60 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ლაციოს" 4 ქულით უსწრებს, რომელიც 23 თებერვალს სტუმრად "ჯენოას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული