ყველა სკუდეტოს მოგების მთავარ კანდიდატებად "იუვენტუსსა" და "ინტერს" მიიჩნევდა, ამასობაში კი ჩინებული ასპარეზობის შედეგად პირველ ადგილზე "ლაციო" აღმოჩნდა.
26-ე ტურში რომაელებმა სახლში ლუის ალბერტოსა და ხოაკინ კორეას გოლებით 2:0 დაამარცხეს "ბოლონია". აღსანიშნავია, რომ ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა სტუმართა ორი გოლი გააუქმა.
"ლაციოს" 2 ქულით "იუვნტუსი", 8 ქულით კი "ინტერი" ჩამორჩება, რომელთა დღეს ჩასატარებელი შეხვედრა კორონავირუსის გამო 13 მაისს გადაიტანეს.
"ლაციომ" ჩემპიონატის 19 მატჩში 2+ გოლი გაიტანა, სახლში გამართული უკანასკნელი 13 შეხვედრიდან კი 11 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.