დიბალა გასამრჯელოს მომატებას ითხოვს

AutoSharing Option
Calcio Mercato-ის ცნობით, 26 წლის არგენტინელი პაოლო დიბალა ტურინის "იუვენტუსს" წელიწადში 12 მილიონ ევროს სთხოვს, თუმცა კლუბი მზადაა მხოლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზოს. 

შეგახსენებთ, დიბალას კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში ხელშეკრულება 2025 წლამდე გახანგრძლივდება. 

არგენტინელი "იუვენტუსში" "პალერმოდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 215 ჩატარებულ მატჩიდან მან 90 გოლი გაიტანა და 36 ასისტი მიიწერა. 

მიმდინარე სეზონში კი ფორვარდმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 10-ჯერ გამოიჩინა. "იუვენტუსი" 60 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. 

alt"იუვენტუსმა" პაულო

დიბალას კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა

altრონალდო გაბრაზებული გავიდა, მის ნაცვლად შესულმა დიბალამ გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სავარაუდოდ ხელფასზე არაა ალბათ წასვლა უნდა და აგენტმა ურჩია რომ ასე მოიქცეს და მიზეზი ქონდეს კონტრაქტის გასაწყვეტათ ადრეც იწერებოდა რომ უნდა სხვა გუნდში გადასვლა.
გიორგი ნაკაშიძე
22:11 07-03-2020
1
მერე უთხარი შენს კრისტინკას და ჩაგიწყობს საქმეს, ტყვილად ხომ არ ჩაგპროშნა...
აბა?
20:11 07-03-2020
0

სიახლეები პოპულარული