AS-ის ცნობით, ზაფხულში "ინტერი" შეიძლება მცველ დიეგო გოდინს დაემშვიდობოს.
გამოცემის მტკიცებით, 34 წლის ურუგვაელის თამაში გუნდის მწვრთნელ ანტონიო კონტეს არ მოსწონს და კლუბის ხელმძღვანელობა მისი დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს.
გოდინი "ინტერში" 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ამ სეზონში მან 25 მატჩში 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გოდინის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა.