იგუაინის ძმა: გონსალო იტალიიდან არ გაქცეულა - ჩვენი დედა კიბოთია დაავადებული

AutoSharing Option
ნიკოლა იგუაინმა, "იუვენტუსის" თავდამსხმელ გონსალო იგუაინის ძმამ, კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ფეხბურთელი იტალიიდან არგენტინაში გაიქცა.

"ჩვენი დედა კიბოს ებრძვის. კრიტიკოსებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებთ, მათთვის მთავარია, ჩემი ძმა ახსენონ. სწორედ ასე მუშაობს ბიზნესი. ყველას ესმის, ეს რისთვის კეთდება და მეტად ამაზე არ ვილაპარაკებ.

გონსალო კლუბის ნებართვით გაფრინდა. მას კორონავირუსი არა აქვს. იტალიიდან არ გაქცეულა. წავიდა, რათა ამ რთულ პერიოდში დედასთან იყოს", - წერს ნიკოლა "ფეისბუქზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული