"მილანის" მეკარე, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილაში" იჯარის წესით არის განათხოვრებული, ვარაუდობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.
"მე კორონავირუსის სიმპტომები მაქვს. გასულ კვირას მშრალი ხველება, სიცხე და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, კარანტინი სერიოზულად უნდა დავიცვათ. დარწმუნებული ვარ, ეს სიტუაცია გაგვაძლიერებს და გაგვაერთიანებს." - ციტირებს რეინას football italia.