ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ, რომელიც ახლა "მონცაში" ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობს, განაცხადა, რომ სამყარო უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, ვიდრე კორონავირუსამდე იყო.

"ყოველდღე იტალიაში ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ასეულობით ადამიანი იღუპება და უცნობია, ეს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. ვფიქრობ, ამის შემდეგ პანდემია რომც დამარცხდეს და ეკონომიკა აღდგეს, ხალხი დიდხანს ვერ დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.

სიფრთხილის გამო მატჩები დიდხანს მაყურებლების გარეშე ჩატარდება და როდესაც ყველა შეზღუდვა გაუქმდება, სტადიონები მალე არ გაივსება. ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ", - ციტირებს 75
წლის ფუნქციონერს Calciomercato.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული