"იუვენტუსის" ფეხბურთელები ივლისამდე ხელფასს ვერ აიღებენ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ფეხბურთელები და მწვრთნელები ივლისამდე ხელფასს ვერ აიღებენ, - იტყობინება ტურინული კლუბი თავისი ვებგვერდით.

ეს გადაწყვეტილება "იუვეს" ხელმძღვანელობამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღო.

ამ ნაბიჯით "ბიანკონერი" 90 მილიონ ევროს დაზოგავს. მოქმედი კანონის თანახმად, "იუვენტუსი" ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან პირად შეთანხმებას გააფორმებს.

"ამ სეზონში მატჩების განახლების შემთხვევაში, კლუბი კეთილსინდისიერად აწარმოებს ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას კომპენსაციის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით. "იუვენტუსი" მადლობას უხდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ამ მძიმე დროს ერთგულებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვახ ჩემი... დავეხმაროთ!
0
მოდით ყველამ ერთად შევუგროვოთ ფული და დავეხმაროთ ამ საწყლებს, თორემ დარჩებიან ლუკმა-პურის გარეშე.
ჰა რას იტყვით?
10:15 29-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული